კობახიძე სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სტრასბურგში ვიზიტს აგრძელებს.

ირაკლი კობახიძემ შეხვედრა  ევროპარლამენტის სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორთან, კნუტ ფლეკენშტაინთან გამართა.

შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზე ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ კნუტ ფლეკენშტაინს საკონსტიტუციო ცვლილებების ძირითადი არსი და არგუმენტები დეტალურად გააცნო.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და ამ პროცესში ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებს. სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ქვეყნის დასავლური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი მოსიძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.