ბაკურიანში, ინფრასტრუქტურით ვერ ვიამაყებთ…ბახმაროს განვითარების მთლიანი კონცეფცია უნდა არსებობდეს…

   თბილისის საკრებულოს დეპუტატი გულიკო ზუმბაძე ზამთრის კურორტებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ არის პატარ-პატარა პრობლემები, რომლებიც გადაჭრას მოითხოვს.

 -„სოკოებივით გამრავლებული სასტუმროების გარდა, ბაკურიანში, ინფრასტრუქტურით ვერ ვიამაყებთ.

მოციგურავები, მოთხილამურეები, გარემოვაჭრეები, ე.წ. ატრაქციონები, გამქირავებელი პუნქტები, ცხენები და მანქანები ერთმანეთშია არეული და ქაოტურ ვითარებას ქმნის.
ვისურვებდი კურორტის შესასვლელთან მოეწყოს დიდი თანამედროვე პარკინგი, ხოლო შიდა გადაადგილება ხდებოდეს სპეციალური მუნიციპალური ტრანსპორტით, ადაპტირებული, როგორც ადამიანებისათვის, ისე ბარგისა და თხილამურებისათვის; ეს შეზღუდვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ზამთრისა და ზაფხულის სეზონებზე.
შეზღუდვა არ უნდა შეეხოს კურორტის მუდმივ მაცხოვრებლებს.
მოკლევადიან პერსპექტივაში, შეზღუდვები უნდა დაწესდეს სათხილამურო ტრასების მიმდებარე ტერიტორიებზე, სასწრაფოდ მოწესრიგდეს სავაჭრო და კვების პატარ-პატარა ობიექტები; გაიწმინდოს და გათავისუფლდეს ტროტუარები და დროულად აღმოიფხვრას სხვა სწრაფად მოგვარებადი საკითხები.

ბახმაროს (როგორც სხვა ტერიტორიების) განვითარების მთლიანი კონცეფცია უნდა არსებობდეს. ის უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად და თ ა ნ მ ი მ დ ე ვ რ უ ლ ა დ, რათა მომავალში არ შეიქმნას ქაოტური ვითარება. მსგავსი ინვესტიციები ჰაერივით აუცილებელია ჩვენი ეკონომიკისათვის, მაგრამ, როგორც ზემოთ ვთქვი, ერთიანი განვითარების გეგმის ჭრილში.  ბაკურიანის მაგალითი ამ განცხადების საფუძველს მაძლევს.

 

 

კომენტარის დატოვება