ზახაროვა: ბოევიკებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს

 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ და „ჯებხატ ან-ნუსრა“-ს წარმომადგენლებმა სირიასა და ერაყში ქიმიური იარაღი გამოიყენეს.

-„საუბარია არა მხოლოდ ისეთ ნივთიერებაზე როგორიც არის ქლორი, არამედ ქიმიურ მომწამვლელ სამხედრო ნივთიერებაზე. ბოევიკებმა გამოიყენეს იპრიტი და ზარინი“-აცხადებს ზახაროვა.

უფრო ადრე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერგეი ლავროვმა ყველას მოუწოდა სირიაში „ქიმიური დოსიის“ პოლიტიზირებისგან თავი შეეკავებინათ.

კომენტარის დატოვება