ზურაბ აბაშიძესთან კონსულტაციები მიმდინარეობს

ირაკლი ალასანიას ყოფილი თანაგუნდელი ,,თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი ერთ-ერთი ლიდერი და ვიცე-სპიკერი, რომელმაც ალასანიას პარტია არჩევნების დასრულების შემდეგ დატოვა და ,,ქართულ ოცნებას” მხარდაჭერა გამოუცხადა ,,პირველი რადიოს” ინფორმაციით ყაზახეთში, საქართველოს ელჩად ინიშნება.

ზურა აბაშიძემ ელჩად შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ,,პირველ რადიოსთან” საუბრისას დაადასტურა, მისი თქმით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის მისი დანიშვნა, თუმცა კონსულტაციები მიმდინარეობს.

,,ჯერ დაზუსტებულად ვერაფერს გეტყვით, სავარაუდოდ ასეც იქნება, მიმდინარეობს ამ ეტაპზე კონსულტაციები და ვნახოთ,”- განუცხადა აბაშიძემ ,,პირველ რადიოს”.

წყარო “პირველი რადიო”

კომენტარის დატოვება