“ნიღბები გაისწორეთ, ნამდვილი სახე გიჩანთ, ყალბი!..”

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

ვალერი მურღულია

ჟურნალისტი

-თავში მილიონი კითხვა მიტრიალებს – რა გჭირთ, ადამიანებო! ასე რამ გაგაბოროტათ, ასე რამ დაგაკნინათ, ასეთი რა გემართებათ, ერთმანეთის დამცირებაზე კი არა, უკვე განადგურებაზე რომ გადახვედით!!!

როცა რაღაც გიჭირს დგები და ღმერთს ეკითხები, მე რატომ, მაინცდამაინც მე რატომ!

როცა ბედნიერი ხარ, მაშინაც ჰკითხე აბა ღმერთს, მე რატომ, ღმერთო, მე რატომ?

ამ დროს ხომ უბრალოდ ბედნიერი ხარ და ღმერთი არც კი გახსოვს, მოკვდავო ადამიანო!

დააბრუნეთ სიყვარული მოდაში და მერე გადაცურეთ ზღვაც და თუ გინდა ოკეანეც, ოღონდ ერთმანეთს სულში ნუ აფურთხებთ!

ვითომ მოსიყვარულე და თბილო ადამინებო, ნიღბები გაისწორეთ, ნამდვილი სახე გიჩანთ!  ამ დროს მინდება გითხრა- მიმიფურთხებია შენი ყალბი ღიმილისთის!