თბილისში, ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

თბილისში, ციციშვილის კლინიკაში, კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაციას  კლინიკაში ადასტურებენ.

მათივე განცხადებით, ბავშვს ცერემბრალური ჰქონდა დამბლა და ამასთან, სეპტიური შოკი განვითარდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი მოგვიანებით საჯაროდ გაკეთდება.