ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორი: ძალიან გთხოვთ აიცერით და ამ გზით შეამცირეთ ალბათობა თქვენი ავადობისა და უფრო ცუდი გამოსავლის

ძალიან გთხოვთ, აიცერით და ამ გზით შეამცირეთ ალბათობა თქვენი ავადობისა და უფრო ცუდი გამოსავლის – ამის შესახებ ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა, ალექსი ვაჩაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ის პაციენტი, რომელიც ინდური შტამით არის დაავადებული და არის ორსულად, მეთვალყურეობას საჭიროებს.

„თუ რომელიმე ორსული მძიმდება, მძიმდება იმდენად მძაფრად, აგრესიული მიმდინარეობით და იმდენ რამეს იწვევს, რომ სამწუხაროდ არასაიმედო გამოსავალი ორსულებში ძალიან მძიმეა. ვაქცინა არ იწვევეს სერიოზულ გართულებებს, ამიტომ ძალიან გთხოვთ, აიცერით და ამ გზით შეამცირეთ ალბათობა თქვენი ავადობისა და უფრო ცუდი გამოსავლის“, – განაცხადა ალექსი ვაჩაძემ.