ამირან გამყრელიძე: ვფიქრობთ, მარტის დასაწყისამდე Pfizer-ის ვაქცინას ავითვისებთ – შემდეგ შემოვა AstraZeneca-ს საკმაოდ დიდი პარტია

ვფიქრობთ, რომ თებერვალში, მარტის დასაწყისამდე, Pfizer-ის ვაქცინა. შემდეგ შემოვა AstraZeneca-ს საკმაოდ დიდი პარტია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„გვიან გაზაფხულზე, COVAX-პლატფორმაზე იქნება დაახლოებით, ხუთი ვაქცინა. საქართველოს იმ პირობით აქვს ფული გადახდილი და ისეთი ხელშეკრულება გვაქვს, რომ შეგვიძლია, ავარჩიოთ ვაქცინა. პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, რომ თებერვალში, მარტის დასაწყისამდე, Pfizer-ის ვაქცინა. შემდეგ შემოვა AstraZeneca-ს საკმაოდ დიდი პარტია. ამ ეტაპზე, რუსულ ვაქცინას არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და არც სხვა მარეგულირებლების ავტორიზაცია, მხოლოდ- რუსეთია. ის COVAX-პლატფორმაზე განთავსებული არაა“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა.