“ამ დროისთვის დაძაბულობა გარეჯში განმუხტულია”

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს:

სასწრაფოდ!!!
ვითარება გარეჯში დაიძაბა!!
მას მერე, რაც რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს კელიებიდან ამოიტანეს ხატები და გადმოსცეს ჩვენ მესაზღვრეებს, გზავნილით რომ უდაბნოს კელიები აღარაა საქართველოს საკუთრება და აწი ჩვენ ქართველებს აღარაფერი გვესაქმება იქ, რეაგირება ხელისუფლების მხრიდან იყო ნულოვანი.
დღეს, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გაყარეს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კელიების მიმდებარე ტერიტორიიდან.
მათი გზავნილით – “აწი ჩვენ მივხედავთ!”
რაც ეხლა ხდება გარეჯში ჩვენი ხელისუფლების ბრალია!!!
არანაირი კომუნიკაცია ხალხთან!!!
ვხედავთ მხოლოდ დათმობის პოლიტიკას!
არც ეხლა მიხედავთ ამ პრობლემას?
მე წავედი გარეჯში.
ყველამ თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, როგორ მოიქცევით!
ძალა ერთობაშია!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

ამ წუთას დაძაბულობა გარეჯში განმუხტულია.
მოგვიანებით დეტალებს მოგახსენებთ.

“ობიექტივის” ჟურნალისტი გიორგი კასრაძეც დავით გარეჯში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და ვიდეოს ავრცელებს:

-სასწრაფოდ!!! უდაბნოს მონასტრიდან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ხატები გამოიტანეს და გარეთ დაყარეს! ქართველმა მომლოცველებმა დიდი ბროლის შედეგად წმინდა ნაწილები კვლავ მონასტერში დააბრძანეს! ადგილზე ვითარება უმძიმესია!

https://www.facebook.com/G.Kasradze.official.page/videos/2473864825978296/