ე.წ. ციანიდის საქმე – სასამართლოში სხდომა 17:00 საათზეა ჩანიშნული

მკვლელობის მომზადების მცდელობის ბრალდებით დაკავებული მამა გიორგი მამალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, სასამართლო დღეს იმსჯელებს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზეა ჩანიშნული.

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა წინასასამართლო სხდომის ერთი თვით გადადების თაობაზე. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის გადაყწვეტილებით, მამა გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 მაისამდე გადაიდო.

პროკურატურამ შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს რამდენიმე დღის წინ მიმართა, რის საფუძვლადაც საჭირო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაასახელა.