„წიგნიერებისა და კითხვის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია თაობების განვითარებისთვის“

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფონდში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები სწორედ ამ დღის აღსანიშნად შეიკრიბნენ და საჯარო კითხვის სიმბოლურ ტრადიციაში ჩაერთნენ.

,,თბილისში თითქმის არ არსებობს საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც ამ დღესთან დაკავშირებით რაიმე აქტივობა არ ხორციელდება. ამ ინიციატივას თბილისის საჯარო ბაღებში ზუსტად ისეთი გაგრძელება მოჰყვა, როგორსაც მოველოდი, როდესაც მისი მასშტაბური აღნიშვნის ინიციატივა დავაყენე. ამიტომ წიგნიერებისა და კითხვის პოპულარიზაცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თაობების ინტელექტუალურ-შემოქმედებითი განვითარების საქმეში. ’’-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

სალონური ტიპის შეხვედრაზე, რომელიც ორ საათს გაგრძელდა ქართველი მწერლები, და გამომცემლები ქეთევან დუმბაძე, ნიკა ჯორჯანელი, ალეკო შუღლაძე, ცირა ბარბაქაძე, ვასო გულეური, მანონ ბულისკერია, ცისანა ჯოხაძე, ბესო სოლომონაშვილი, ირაკლი შამათავა და სხვები ერთმანეთის მონაცვლეობით  კითხულობდნენ ამონარიდებს საკუთარი შემოქმედებიდან.

თბილისის საკრებულოსა და ნოდარ დუმბაძის  საერთაშორისო ფონდს შორის ურთიერთანამშრომლობის  მემორანდუმია გაფორმებული, რომლის ფარგებშიც, სამომავლოდ, კულტურულ საგანმანათლებლო და შემოქმედებით ღონისძიებები იგეგმება.

წიგნის ხმამაღლა კითხის საერთაშორისო დღე წლებია მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება  და მასში ათასობით ადამიანი ერთვება.