აუტიზმით დაავადებული ბავშვების მშობლების საპროტესტო აქცია კანცელარიასთან

კანცელარიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აუტიზმით დაავადებული ბავშვების მშობლები იმ 10 ბენეფიციარის მდგომარეობას აპროტესტებენ, რომლებიც სარეაბილიტაციო პროგრამაში ვერ მოხვდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, მერიიდან განმარტება მიიღეს, რომ მხოლოდ ის ბავშვები ისარგებლებენ სარეაბილიტაციო კურსით, რომლებიც თბილისში არიან ჩაწერილები, შესაბამისად რეგიონიდან გადმოსახლებულებს(გადმოწერილებს) პროგრამა ვერ დაეხმარება.

imedinews.ge