17 700 რუსი სამხედრო, 143 თვითმფრინავი – რუსული არმიის დანაკარგი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 1-ელ აპრილამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე).

  •  რუსი სამხედრო – დაახლოებით 17 700
  • ტანკი – 625
  • ჯავშანტექნიკა – 1 751
  • საარტილერიო სისტემები – 316
  • MLRS – 96
  • საჰაერო თავდაცვის საშუალებები – 54
  • თვითმფრინავი – 143
  • ვერტმფრენები – 131
  • სატრანსპორტო აღჭურვილობა – 1 220
  • გემები / ნავები – 7
  • საწვავის ავზი – 76
  • ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 85
  • სპეციალური აღჭურვილობა – 24

„მიმდინარეობს მონაცემების განახლება. გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა“, – ვკითხულობთ გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.