ერდოღანი: აზერბაიჯანული ტერიტორიები სომხეთის მიერაა ოკუპირებული!

«Вестник Кавказа»-ს ინფორმაციით,   თურქეთის პტრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე საუბრისას განაცხადა, რომ როცა სომხეთი აზერბაიჯანის 5 რაიონს ოკუპაციისგან გაათავისუფლებს, სახეზე იქნება კონფლიქტის დარეგულირების  გარკვეული პროგრესი.

-“მთელი მსოფლიო აცნობიერებს, რომ აზერბაიჯანული ტერიტორიები სომხეთის მიერაა ოკუპირებული. და თუ ამას ყველა აღიარებს, რატომაც არ უნდა მოეღოს ამ ოკუპაციას ბოლო? რუსეთმა, აშშ-მა და საფრანგეთმა 23-ზე მეტი წლის განმავლობაში ვერ მოახერხეს ამ კონფლიქტის დარეგულირება. თუმცა ამჟამად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამ საკითხზე მუშაობს” – დააზუსტა ერდოღანმა.

კომენტარის დატოვება