რუსეთს ომის გახანგრძლივების, ჩვენი ძალების ამოწურვის იმედი აქვს. დრო ჩვენ იარაღად უნდა ვაქციოთ | ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი ომის გახანგრძლივებას ცდილობს.

ზელენსკის თქმით, უკრაინამ უნდა დააჩქაროს მოვლენები, ასევე იარაღის მიწოდება.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ზეწოლა კვლავ აღემატებოდეს ოკუპანტების თავდასხმის შესაძლებლობებს. და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მხრიდან თავდაცვის მხარდაჭერის დინამიკის შენარჩუნება. მიწოდების სიჩქარე იყო და იქნება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ამ ომში.

რუსეთს ომის გახანგრძლივების, ჩვენი ძალების ამოწურვის იმედი აქვს. დრო ჩვენ იარაღად უნდა ვაქციოთ”  – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ფრონტზე მდგომარეობა მძიმეა, მუდმივი თავდასხმების ქვეშაა ბახმუტი, უგლედარი და დონეცკის რეგიონი.