„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52, 58% აიღო.

არჩევნებში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ნონა მამულაშვილი – 3,73%, ნიკა მელია – 40%, გიორგი მუმლაძე – 3.68%.

არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, განცხადება პარტიის ოფისში ცოტა ხნის წინ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ გააკეთა.

შეგახსენებთ, ხმის მიცემის პროცესი 28 იანვარს, 10:00 საათზე დაიწყო და დღეს 10:00 საათზე დასრულდა.

თავმჯდომარის არჩევნებში 49 638 ადამიანი დარეგისტრირდა, მათგან მონაწილეობა 41 264-მა მიიღო.