„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნები დასრულდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნები დასრულდა. ამერიკულმა კომპანიამ შედეგების შეჯამება დაიწყო.

დილის 9 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 41 100 ადამიანმა მიიღო.

ხმის მიცემის პროცესი 28 იანვარს 10:00 საათზე დაიწყო და დღეს 10:00 საათზე დასრულდა.

ცნობისთვის, პარტიის თავმჯდომარეობისთვის 4 კანდიდატი იბრძვის: ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელია, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.