გურამ მაჭარაშვილი: მოშიმშილის ჯანმრთელობა ვერც ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ვერ გაუმჯობესდება

მოშიმშილის ჯანმრთელობა ვერც ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ვერ გაუმჯობესდება – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი ყოფილი პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას სპეკულაციურს უწოდებს.

“მისი როგორც პატიმრის, მისი ადვოკატებისა და კოლეგების განცხადებები იმის თაობაზე, რომ კერძო კლინიკაში გადაიყვანონ, არის სპეკულაციური. მოშიმშილე ადამიანის, რომელსაც კონკრეტული მოთხოვნა არ გააჩნია, ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერც ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ვერ გაუმჯობესდება, გამომდინარერე იქიდან, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს”, – თქვა მაჭარაშვილმა პარლამენტში.