„ყველა შინაგანი ძალით ვიბრძვი სიცოცხლისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

„მე ვიცი, რომ უსაზღვროდ ბევრი ადამიანი მგულშემატკივრობს საქართველოშიც, უკრაინაშიც და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ამისთვის უზომოდ მადლობელი ვარ. მინდა იცოდეთ, რომ ყველა შინაგანი ძალის მობილიზაციით ვიბრძვი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის. თქვენი სოლიდარობა მმატებს მხნეობას და სულიერ სიმტკიცეს. როგორ სუსტადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვფიქრობ თქვენზე. თქვენდამი ჩემი სიყვარული აუცილებლად გადამარჩენს!
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უსაზღვრო რწმენის თქვენი, ღვთის და უკრაინის გამარჯვების!
თქვენი მიშა”

წერია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.