ზაპოროჟიეზე ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივნის, ანატოლი კურტიევის ინფორმაციით, ქალაქ ზაპოროჟიეზე განხორციელებული რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა.

კურტიევის ცნობით, მუნიციპალური მუშაკები თავდასხმის ადგილზე ნამსხვრევებისა და ნანგრევების გასასუფთავებლად მუშაობას იწყებდნენ, მაგრამ პერსონალის დეფიციტის გამო, ყველა დაინტერესებულ ზაპოროჟიელს შეუძლია ნანგრევების გაწმენდის პროცესს შეუერთდეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზაპოროჟიეზე ღამით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, ქალაქის საცხოვრებელ უბანში, რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და ქუჩა დაზიანდა. განადგურებულია ხუთი კერძო სახლი, 40-მდე კი დაზიანებულია.

რუსეთმა ზაპოროჟიეზე შეტევა 8-9 ოქტომბრის ღამეს დაიწყო და ქალაქის მიმართულებით ათამდე რაკეტა გაუშვა.