ეკვადორში მეწყერი ჩამოწვა | დაიღუპა სულ მცირე 23 ადამიანი, არიან დაკარგულებიც

ეკვადორში, ქალაქ ალაუსში მეწყერი ჩამოწვა. არსებული ცნობებითდაიღუპა სულ მცირე 23 ადამიანი, ასევე, არიან დაკარგულებიც.

სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება, მათ შორის, სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით.