კიევზე სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა

უკრაინის დედაქალაქის შევჩენკოს რაიონში დღეს დილით აფეთქებები იყო.

ქალაქში, საჰაერო თავდასხმის განგაშის გამოცხადების შემდეგ, რამდენიმე აფეთქება მოხდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ არიან დაღუპულები და დაშავებულები.

თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ დაადასტურა.