სარაკეტო თავდასხმა კიევზე – არიან დაღუპულები და დაშავებულები

კიევზე დღეს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა. 24 კი დაშავდა – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა როსტისლავ სმირნოვმა განაცხადა.

„08:45 საათისთვის მომხდარი დაბომბვის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა” – განაცხადა სმირნოვმა.

უკრაინული მედიის ცნობით, დედაქალაქის ცენტრში, შემთხვევის ადგილზე ავტომობილები იწვის.

დამწვარია 6 ავტომობილი, 15 დაზიანებულია.