ავსტრიის ალპებში ხუთი გერმანელი მთამსვლელი დაიღუპა

ავსტრიის ალპებში ხუთი გერმანელი მთამსვლელი დაიღუპა. ერთი ალპინისტი დაშავებულია.

ინციდენტი ზალცბურგში მოხდა. მთამსვლელთა ექვსკაციანი ჯგუფი ზღვის დონიდან 2900 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა.

როგორც BBC იტყობინება, ისინი ერთმანეთზე თოკით მიბმულები იყვნენ, როდესაც ერთ-ერთი მათგანი კლდიდან გადავარდა და დანარჩენები გადაიყოლა. მათგან მხოლოდ ერთი დაშავდა, ის ვერტმფრენით ზალცბურგის საავადმყოფოში გადაიყვანეს.