ალასანიამ უკრაინის სახელმწიფო ტელე-რადიო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა

უკრაინის სახელმწიფო ტელე-რადიო კომიტეტის თავმჯდომარემ ოლეგ ნალივაიკომ ხელი მოაწერა  ეროვნული ტელეკომპანია „უკრაინის“ გენერალური დირექტორის, ზურაბ ალასანიას განცხადებას გათავისუფლების თაობაზე.

ალასანიას განმარტებით ის ეწინააღმდეგენა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებას ტელევიზიის თანხების დიდი წილით „”ევროვიზიის” დაფინანსების შესახებ.

-„ის გათავისუფლებულია, განცხადებას ხელი 7 ნოემბერს ორივე მხარის თანხმობით მოეწერა“-განაცხადა ნალივაიკომ.

„ევროვიზია 2017“ კიევში გაიმართება.

კომენტარის დატოვება