თავდაცვის მინისტრმა ბორჯომის ხეობაში მყოფ სამხედროებს მარიამობა მიულოცა

თავდაცვის მინისტრმა ბორჯომის ხეობაში სხვადასხვა ლოკაციაზე მყოფი სამხედროები მოინახულა და მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული მიულოცა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლევან იზორიამ პატრულირებაში მყოფი სამხედროებისგან, ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

თავდაცვის მინისტრი გენშტაბის უფროსთან ერთად სხადასხვა სექტორზე გადანაწილებულ სამხედროებს პირადად ეწვია და ხილი და ტკბილეული მიართვა.

სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით 1200 სამხედრო მოსამსახურის ნაცვლად ერთი ასეული რჩება, რომლებიც დამუშავებული ტერიტორიის პატრულირებას და მონიტორინგს ახდენენ.