მოვუწოდებ ენმ-ს და უდუმაშვილს შეწყვიტონ თანამშრომლობა ალეკო ელისაშვილთან!

ლუკა ფეიქრიშვილი

ორგანიზაცია Umbrella-ს ხელმძღვანელი

ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით, არანაირად არ მივიღებ მონაწილეობას მის დასახმარებლად,
ვფიქრობ ეს პიროვნება საერთოდ არ იცნობს თბილისს!

ალეკო ელისაშვილი ითხოვდა ელიავაზე მომუშავე ხალხის დახმარებას,როდესაც 13 ივნისის სტიქიის დროს,რა დროსაც მოხალისედ ვმუშაობდი სტიქიის ეპიცენტრში,ელიავაზე მოვაჭრეებმა ნიჩბები გახუთმაგებულ ფასად მოგვყიდეს და ეს იცის თბილისმა.

აი მაგ დროს კი მე და ჩემი თანატოლები მიცვალებულებს ვეძებდით,აქედან გამომდინარე ალეკო ელისაშვილის მოთხოვნა და მოთხოვნები პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობაა და მეტი არაფერი…

რეალურად მას კარგი და ცუდი ვერ გაურჩევია ერთმანეთისგან,
ნაციონალურ მოძრაობას და ზაალ უდუმაშვილს მოვუწოდებ შეწყვიტოს თანამშრომლობა ალეკო ელისაშვილთან…

საქმე არ მდოგმარეობს იმაში,რომ ბოროტებას ბოროტებით უნდა უპასუხო,უბრალოდ შენს ქალაქს უნდა იცნობდე და იცოდე ყველა დეტალი…