„პასუხიმგებლობა ღმერთისგან უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე და აწი რა იქნება არ მაინტერესებს” – ფურცხვანიძე

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, „გრინსერვის პლიუსის” დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე კიდევ ერთხელ, მესამედ გამოკითხეს.

ფურცხვანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შადრევანში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგაც შემოწმებითი სამუშაოები ჩატარდა.

ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, რატომ იყო დამონტაჟებული წყალში 220 ვოლტიანი კვების ბლოკი, მან უპასუხა, რომ ეს ყველგან ასეა.

„ყველგან არის ეს წყალში, რიყის შადრევანზე მიდით და გადაიღეთ, იტალიელების მოწყობილია, იტალიელი სპეციალისტების, მიდით და გადაიღეთ, არ გაინტერესებთ თქვენც?! … შემოწმებული იყო ელექტროობა, შემოწმებული იყო დაინსტალირების დროსაც და მერეც… მე პასუხისმგებლობა ღმერთისგან უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე და აწი რა პასუხიმგებლობა იქნება, სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაინტერესებს” – აცხადებს ფურცხვანიძე.