„იმოქმედეთ! გთხოვთ დაგვეხმარეთ, გამარჯვებაში” – გერაშენკო მიმართვას ავრცელებს

უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო კიევსა და სხვა ქალაქებზე ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმებს ეხმაურება.

„გთხოვთ, უბრალოდ არ უყუროთ ონლაინ როგორ გვკლავენ, ეს არ არის შოუ – ეს ჩვენი ცხოვრებაა, მილიონობით სიცოცხლე. იმოქმედეთ! გთხოვთ, დაგვეხმარეთ გამარჯვებაში. დაგვეხმარეთ ცოცხლები გადავრჩეთ. მოგვეცით საბრძოლო თვითმფრინავები და საჰაერო თავდაცვის სისტემები. დაგვიანებას ადამიანები სიცოცხლის ფასად იხდიან”

ცნობისთვის, პუტინის რეჟიმმა დღეს დილით უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

ამ დროის მონაცემებით, დაბომბვის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა.