განადგურებულია 1 249 ჯავშანტექნიკა, 389 ტანკი, 12 000-ზე მეტი ჯარისკაცი – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე).

  • რუსი სამხედრო – 12 000-ზე მეტი
  • ტანკი – 389
  • ჯავშანტექნიკა – 1 249
  • საარტილერიო სისტემები – 150
  • MLRS – 64
  • საჰაერო თავდაცვის საშუალებები – 34
  • თვითმფრინავი – 77
  • ვერტმფრენები – 90
  • სატრანსპორტო აღჭურვილობა – 617
  • გემები / ნავები – 3
  • საწვავის ავზი – 60
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიული და ტაქტიკური დონე – 8

„მიმდინარეობს მონაცემების განახლება. გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა“, – ვკითხულობთ გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.