„ყველა რაკეტა, რომელიც კიევისკენ მიფრინავდა ჩამოგდებულია” – ვიტალი კლიჩკო

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო სოციალურ ქსელში წერს, რომ რამდენიმე რაკეტა, რომელიც კიევისკენ მიფრინავდა ჩამოგდებულია.

„საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რამდენიმე რაკეტა, რომელიც კიევის მიმართულებით მიფრინავდა. მადლობა ჩვენს დამცველებს!

საჰაერო განგაში ჩართულია. დარჩით თავშესაფრებში, დაიცავით თქვენი უსაფრთხოება.დაზოგეთ ელექტროენერგია და გაითვალისწინეთ მისი მიწოდების ლიმიტები” – წერს კლიჩკო.