320 განადგურებული ოკუპანტი ერთ დღეში – უკრაინის გენშტაბი ახალ მონაცემებს აქვეყნებს

რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში დაახლოებით 67 070 (+320) ჯარისკაცი დაკარგა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24 თებერვლიდან 22 ოქტომბრამდე ასეთია:

ტანკები – 2 579 (+6), ჯავშანტექნიკა – 5 266 (+8), საარტილერიო სისტემები – 1653 (+5), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 373 (+1), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 189 (+0), თვითმფრინავი – 270 (+1), ვერტმფრენები – 243 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1341 (+16), ფრთოსანი რაკეტები – 329 (+0), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0).

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4 021 (+15), სპეციალური ტექნიკა – 148 (+1).