„სტატუსებმა, გავლენებმა, ნაცნობობამ გადაწონა მოსამართლის გადაწყვეტილება” – დოროყაშვილი

„ჩემი მოლოდინები გამართლდა, რეალურად, ყველამ დავინახეთ, რომ მაინც სტატუსებმა, გავლენებმა, ნაცნობობამ გადაწონა [მოსამართლის] გადაწყვეტილება” – ამის შესახებ ნელი დოროყაშვილმა ფორმულას ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა ყველა ქალს, რომელიც დღესაც ძალადობის ქვეშ იმყოფება.

„ფაქტობრივად ოფიციალურად ხელი მოვაწერეთ ფემიციდს. რეალურად განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ ყველა ქალს, რომელიც დღესაც, ამ წამს იმყოფება ძალადობის ქვეშ. დავუკარგეთ ყველანაირი იმედი და მოტივაცია, რომ მათ დაუჯერებენ და ექნებათ საშუალება, რომ გაგვაგონონ ხმა. კატეგორიულად არ ვეთანხმებით მოსამართლის გადაწყვეტილებას. აუცილებლად ვიბრძოლებთ.” – განაცხადა დოროყაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობის საქმეზე ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყველა ეპიზოდში გაამართლა და უდანაშაულოდ ცნო.