„სახლში შემოდის უკვე კრიმინალი” – სამოქალაქო აქტივისტის ნატა ფერაძის მანქანა დააზიანეს

დღეს დილით სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის მანქანა დააზიანეს – ამის შესახებ მისი მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ.

„ეს არის ნატა ფერაძის მანქანა, რომელიც დღეს ღამე ასეთ დღეში ჩააგდეს. არსებობს ვიდეო მასალა, რომელზედაც ჩანს დამნაშავეები, გამოძახებულია კრიმინალური პოლიცია და ველოდებით შედეგებს! რადგან ნატას დაბლოკილი აქვს ფეისბუკი, ვდებ მის მიერ მოწოდებულ დილის ფოტოებს ყოველ დღე საშიში ხდება ცხოვრება, სახლში შემოდის უკვე კრიმინალი” – წერს მოქალაქე მაკა შენგელია.