მედიის ინფორმაციით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები 3 მარტს გაიმართება

უკრაინისა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდი სავარაუდოდ, 3 მარტს გაიმართება.

უკრაინული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას, ქვეყნის დელეგაცია ბელოვეჟსკში მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის უკვე მიემართება.

რუსულია მედია „ტასი“ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელ, ვლადიმერ მედინსკიზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის დელეგაციას ხვალისთვის ელოდებიან.

მისივე ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა უზრუნველყვეს უსაფრთხოების დერეფანი იმისთვის, რომ უკრაინის დელეგაცია უკრაინის ტერიტორიაზე უსაფრთხოდ გადაადგილდეს.