„დიდი ალბათობით, მარტიდან აღარ ვიქნები ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ჩემს კანდიდატურას არ დავაყენებ” – კობა ნაყოფია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას განცხადებით, თავმჯდომარის ცვლილების შემდეგ, დიდი ალბათობით ამ თანამდებობაზე საკუთარ თავს აღარ განიხილავს. ამის შესახებ მან „მთავარ არხთან” საუბრისას განაცხადა.

პარტიის პოლიტსაბჭოს არჩევნები მარტში გაიმართება.

ლევან ხაბიშვილის გამარჯვების შემდეგ, გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა ნიკა მელიას მხარდამჭერებმა პარტია დატოვონ. სწორედ ამასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად კობა ნაყოფია აცხადებს, რომ არჩევნების შედეგი დამდგარია და უკვე შეიძლება ამაზე საუბარი.

მისივე თქმით, სანამ მესამე პრეზიდენტი ციხეშია, თავად პარტიაში დარჩება.

ნახეთ ასევე: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა