მიხეილ სააკაშვილს დიდი სურვილი აქვს ყველას ახსოვდეს, რომ ძალა ერთობაშია, დაშლაზე არ იყოს ლაპარაკი | გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ლევან ხაბეიშვილის გამარჯვება მიულოცა.

გიული ალასანია ამბობს, მესამე პრეზიდენტს დიდი სურვილი აქვს პარტიაში ყველას ახსოვდეს, რომ ძალა ერთობაშია.

„არანაირი არც არჩევნების პროცესში, არც თვითონ ეს იდეა, არაფერში არ ჩარეულა, მთელი ეს პერიოდი. მაგრამ ახლა, ეს პოზიცია არის, ძალიან დიდი პატივს ვცემო ნიკა მელიასო, მიმაჩნია, რომ ის ნამდვილი გმირიაო, მაგრამ ახლა დღეს ვულოცავო ლევან ხაბეიშვილს, ვუსურვებ ძალიან დიდი წარმატებებს. და კიდევ ძალიან დიდი სურვილი აქვს ყველას ახსოვდეს, რომ ძალა არის ერთობაში და არავითარ დაშლაზე რომ არ იყოს ლაპარაკი”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ნახეთ ასევე: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა