უკრაინამ ოკუპანტების მიერ გატაცებული 95 ჯარისკაცი დაიბრუნა

უკრაინამ ტყვეების გაცვლის შედეგად, 95 ჯარისკაცი დაიბრუნა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, დაბრუნებულ ტყვეებს შორის მარიუპოლში, ზმეინის კუნძულზე და ბახმუტში მებრძოლები, ასევე აზოვსტალის დამცველები არიან.