თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე 35 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

ახალგაზრდა მამაკაცი მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში უკვე გადაყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციითახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.

 შსს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117- მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ამ დროისთვის უცნობია, დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია თუ არა.