ჩოხატაურში, იუსტიციის სახლში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მეექვსედ გატეხეს

ჩოხატაურში, სოფელ კოხნარის იუსტიციის სახლში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს. ფაქტი გუშინ დილით მოხდა.

ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

წაღებულია თანხა, დაახლოებით 500 ლარი.

გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელი პირები სოფელ კოხნარის იუსტიციის სახლში შევიდნენ და აპარატიდან თანხა გაიტაცეს.
ბოლო 6 თვეში, კოხნარის საზოგადოებრივ ცენტრში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მეექვსედ გატეხეს, თუმცა პოლიციას საქმე არც ერთხელ არ გაუხსნია.

კოხნარის საზოგადოებრივ ცენტრში გარდა სხვადასხვა სამსახურისა, ჩოხატაურის მერიის წარმომადგენლობაცაა განთავსებული.