ოზურგეთში ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლი დაარბიეს | ჩამსხვრეულია ფანჯრები და დამტვრეულია ავეჯი

ოზურგეთში, TV პირველის ჟურნალისტის, ნატო გოგელიას სახლი დაარბიეს – ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და მსგავსი რამ, სამი დღის მანძილზე უკვე მეორედ განმეორდა.

ნატო გოგელია მომხდარს, მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.

„ვინმე თუ ფიქრობს, რომ ამ მარაზმით შემაშინებთ, ძალიან, ძალიან ცდებით!!!
სამი დღის მანძილზე ორჯერ სახლის გაქურდვა, დარბევა, ყველაფრის დალეწვა თუ ვინმეს კაცობა გგონიათ ამაშიც ცდებით!!!
სამი დღის წინ, როცა გაქურდული სახლი დამხვდა, ვიფიქრე რომ რიგითი ქურდობა იყო… აი, დღეს რაც გააკეთეთ, ვინც არ უნდა იყოთ და როგორც, გპრიდებით არ შეგრჩებათ!!!
მე კი ისევ იმავე გზით ვივლი, როგორითაც დავდიოდი!
პ.ს. უთოს სადენზე სათამაშოდ ვინც მიიცალეთ, დაგრჩათ კიდევ სხვა სადენები.” – წერს ნატო გოგელია.

დამნაშავეების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.