„სააკაშვილის გარდაცვალების შემთხვევაში, თაობები ვერ ჩამოირეცხავს ამ სირცხვილს” | ნიკა მემანიშვილი

უფლებადამცველი ნიკა მემანიშვილი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ პროცესს, სადაც მესამე პრეზიდენტმა მაისური აიწია და მისი მძიმე მდგომარეობა აჩვენა.

„სააკაშვილის გარდაცვალების შემთხვევაში, თაობები ვერ ჩამოირეცხავს იმ ტვირთს, რასაც მისი გარდაცვალება მოიტანს ჩვენი სამშობლოსთვის…

ჩემი პოზიცია ასეთია: თუ ვისაუბრებთ იმაზე ამ ქვეყნისთვის ცუდი ვის გაუკეთებია, მხოლოდ მიშას არ დაუშავებია და მხოლოდ ის არ უნდა დაისაჯოს და შეეწიროს…

ხოლო თუ ვისაუბრებთ იმაზე, კარგი ვინ გაუკეთა ამ ქვეყანას, მიშამ ბევრი კარგი გააკეთა და არ შეიძლება ამის დავიწყება, ისტორია მაინც იტყვის სათქმელს…

ვიმეორებ, მართლა რომ დაიღუპოს მიშა, ვერც ერი და ვერც ბერი ვერ ავცდებით პასუხისმგებლობას და მომავალ თაობებს დავუტოვებთ ამ ტვირთს…” – წერს ნიკა მემონიშვილი სოციალურ ქსელში.