“წალენჯიხა ერთსულოვანია ამ მოძრაობაში და იქნება ბრძოლის ავანგარდში, ისევე, როგორც მრავალი წელია, არის ისტორიულად” – ლევან ხაბეიშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით, დღეს, წალენჯიხაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

“წალენჯიხა ერთსულოვანია ამ მოძრაობაში და იქნება ბრძოლის ავანგარდში, ისევე, როგორც მრავალი წელია, არის ისტორიულად – მადლობა თითოეულ წალენჯიხელს,

ჩვენი მიზნის მისაღწევად, მოგვიწევს მოქმედება, მობილიზება და  სახალხო პროტესტი, რომელმაც უნდა დაამთავროს ამ ქვეყნის გარუსება”, – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.