ქურდობა ქუთაისის მერიაში – წაღებულია ტელევიზიების კუთვნილი აპარატურა

ქუთაისის მერიაში, მედიაცენტრიდან ორი ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა მოიპარეს.

წაღებულია „ტვ პირველის” კუთვნილი კამერა და „მთავარი არხის” კორესპონდენტის ლეპტოპი.

სათვალთვალო კამერებმა გადაიღო, რომ მერიის მედია ცენტრში უცნობი პირი ფანჯრის შემტვრევით შევიდა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.