სარაკეტო იერიში კიევზე – ოკუპანტებმა შეტევა განაახლეს

დილთ ოკუპანტებმა კიევი ისევ დაბომბეს – ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

მისივე ცნობით, აფეთქებები დესნიანსკის რაიონში მოხდა, სამიზნე ობიექტი კი კრიტიკული ინფრასტრუქტურები იყო.

როგორც ცნობილია, პუტინის საოკუპაციო რეჟიმმა უკრაინის დედაქალაქზე შეტევა დილის 9 საათიდან დაიწყო. ასევე დაიბომბა ზაპოროჟიე, ჟიტომირი, დონეცკი და მიკოლაევი.