თბილისში 15 წლის მოზარდი დაჭრეს. შემთხვევა ფონიჭალაში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 2 არასრულწლოვანს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთმა მოზარდმა მეორეს ჭრილობები დანით ფეხის არეში მიაყენა.

მომხდარზე დაკავებულია 1 პირი, რომელიც ასევე არასრულწლოვანია.

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.