სროლა ბათუმში – არიან დაჭრილები და დაშავებულები

გვიან ღამით, ბათუმში ბულვარის შესასვლელთან, ერთ-ერთ რესტორანში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს – ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი” ავცელებს.

ჩამსხვრეული მინისგან დაზიანებები კი სამმა პირმა მიიღო, ისინი კლინიკებიდან უკვე გაწერეს.

როგორც ირკვევა, დაჭრილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მისი მდგომარეობა მძიმეა, მას ჭრილობები თავისა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

თვითმხილველის თქმით, „წითლებში ჩაცმულმა” კაცმა რესტორნის მარცხენა მხარე ჩაცხრილა და დაახლოებით, 10 ტყვია ისროლა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.