მცირეწლოვანს გარე განათების ბოძზე შეხებისას, დენმა დაარტყა

ბათუმში გვიან ღამით მცირეწლოვანს გარე განათების ბოძზე შეხებისას, დენმა დაარტყა – ამის შესახებ ინფორმაციას „TV 25” ავრცელებს.

შემთხვევა ინასარიძის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ძაბვა, სავარაუდოდ, დაბალი სიმძლავრის იყო და მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბავშვი თავს კარგად გრძნობს.

ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.