„ბურთიც აჩუქე? ვის ეთამაშოს…” – ნიკა მელია კალაძის მორიგ პიარულ სვლაზე

„ბურთიც აჩუქე? ვის ეთამაშოს, ვინ გაახსენდეს – მეგობარი, რომელიც მის გადასარჩენად გადახტა და აღარ ჰყავს?” – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ თბილისის მერს და ამით გამოეხმაურა კალაძის სტუმრობას „მკვლელ შადრევანს” გადარჩენილ მოზარდთან.

მისივე თქმით, კახა კალაძე სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილ არასრულწლოვანსაც კი იყენებს, რათა თავიდან აირიდოს მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა.

„პასუხისმგებლობისგან თავის დასაძვრენად იყენებ სიკვდილს შემთხვევით გადარჩენილ ბავშვსაც და საკუთარ წარსულსაც.

შემთხვევით გადარჩენილ ბავშვს შენს მაისურს აცმევ!

კახა, ბავშვები იმ პარკში თამაშობდნენ, სადაც მისვლა შენ შესთავაზე წინა დღეს. ბურთი იმ შადრევანში ჩაუვარდათ, რომელთან მისვლაც შენ შესთავაზე წინა დღეს!

ხვდები მაინც რომ შენს ხელში ეს ქალაქი მხოლოდ გლოვით კი არ არის სავსე, ადამიანობისაგანაც იცლება…?!” – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.