„კახი, არ გადადგე!.. რა საჭიროა, უკვე ხომ დაიჭირეს ხალხი” – მამუკა ხაზარაძე

„არ გადადგე, ჯობია ბოლომდე ყველამ დაინახოს, განსაკუთრებით თბილისმა, როგორი თავკაცი არ უნდა ყავდეს ქალაქს!” – ამის შესახებ პარტია „ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„კახი, არ გადადგე!.. რა საჭიროა, უკვე ხომ დაიჭირეს ხალხი. დაბალი ღობე ხო გამოჩნდა…ეს შენ არ გეხება, შენ მარტო კარგი ამბები – ლენტის გაჭრა, ფეიერვერკები… მეგონა საქართველოს ნაკრები გუნდის გამოყვანა მოედანზე რაღაცას ნიშნავდა, თურმე არაფერს.

თუ შენს გუნდელებს დაიჭერენ, შენ ხომ გადარჩები. შეიძლება ფიქრობ, რომ ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა. არა – გეშლება! ამ ქალაქში ყველაფერი არ მოსულა!

არ ვაპირებდი ამის დაწერას, მეგონა, რომ განიცდიდი – ეს ფოტო ბავშვთან რა იყო? ლაზარეს რას ერჩოდი?

არ გადადგე! იქნებ მიხვდეს ყველა როგორი თბილისი არ გვჭირდება. ვახ, მაინც როგორ მეგონა, რომ გუნდის კაპიტნობა სხვა რამე იყო შენთვის…” – წერს მამუკა ხაზარაძე